ვეჯინის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვეჯინის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დგას ვეჯინის დასავლეთით 1,5 კილომეტრზე. ვეჯინის ციხისკენ მიმავალი გზის მარცხენა მხარეს. გზიდან 20 მეტრზე. განეკუთვნება IX-X საუკუნეს. ძეგლი სამეკლესიიანი ბაზილიკაა (სიგრძე - 7,3 მეტრი, სიგანე - 9,5 მეტრი. ნაგებია წესიერი თარაზულ რიგებად დაწყობილი შერჩეულია რიყის ქვით. კუთხეებში გამოყენებულია სუფთად გათლილი შირიმის კვადრები. შირიმის ქვითაა გამოყვანილი სარკმლებიც. გამოყენებულია კვადრატული აგურიც. ძლიერაა დაზიანებული: გადარჩენილია შუა ეკლესიის საკურთხევლის აფსიდის ერთი მესამედი; ჩამონგრეულია კამარა და კონქი; დანგრეულია შუა ეკლესიის სამხრეთ კედელი; სანახევროდაა შემორჩენილი ჩრდილოეთ ეკლესია; სამხრეთ ეკლესია მთლიანადაა დანგრეული. მთავარი ეკლესიის დასავლეთ კედელში გაჭრილია ვიწრო და დაბალი სწორკუთხა შესასვლელი ( გვიანდელია). შუა და ჩრდილოეთ ეკლესიის დამაკავშირებელი კარიც სწორკუთხაა. იგი გაცილებით განიერია და ოდნავ მაღალი. კარი შუა ეკლესიის მხრიდან ჩასმულია მოზრდილ თაღოვან არეში. რის თავზეც შემორჩენილია კამარის წყობის ნაწილი. შუა ეკლესიის აფსიდი ნახევარწრიული ფორმისაა. მისგან მხოლოდ ჩრდილოეთ ნაწილი დგას - კონქისა და აფსიდის მცირე ნაწილთან ერთად. რაშიც ერთი სწორკუთხა ნიშაა. აფსიდის შერჩეული რიყის ქვითაა ამოყვანილი და დასრულებულია დიდი ზომის აგურის იმპოსტით. ჩრდილოეთ ეკლესია მთავარ ეკლესიაზე თითქმიდ ორჯერ უფრო ვიწროა, აღმოსავლეთით იგი დასრულებულია ნახევარწრიული აფსიდით, რაშიც შმორჩნილია სარკმლის ძირი და ჩრდილოეთ წირთხლის მცირე ნაწილი. აფსიდის კონქი დადაბლებულია. აფსიდის თაღი მშვილდისებრი ფორმისაა. ეკლესია გადახურულია რიყის ქვითა და აგურით ნაწყობი ცილინდრული კამარით, შუა ნაწილი ჩამონგრეულია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]