ვეჯინის ფურცელაძეების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვეჯინის ფურცელაძეების ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს გურჯაანის მონიციპალიტეტის სოფელ ვეჯინის ჩრდილო დასავლეთით 1 კილომეტრზე ძველ სასაფლაოზე. განეკუთვნება გვიან შუა საუკუნეებს.

ეკლესია ფურცელაძეების საგვარეულოს სალოცავია, იქვეა მათი სასაფლაოც. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია საშუალო ზომის რიყის ქვითა და ნატეხი ქვით. ძლიერაა დაზიანებული; ჩამონგრეულია ცილინდრული შუა ნაწილი, კონქი, კედლების ზედა ნაწილები და ლავგარდანი. აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლები შუაზეა გარღვეული. ეკლესია უაფსიდოა და აღმოსავლეთი სწორი კედლითაა დასრულებული, შესასვლელი დასავლეთით ჰქონია, აღმოსავლეთ კედლის შუაში თაღოვანი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო პატარა სწორკუთხა ნიშაა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]