ვერკორი
| ჟან ბრიულერი | |
| ფსევდონიმი: |
ვერკორი |
|---|---|
| დაბადების თარიღი: | |
| დაბადების ადგილი: | |
| გარდაცვალების თარიღი: | |
| ეროვნება: | |
| საქმიანობა: |
რომანტიკოსი, ნოველისტი, ესეისტი |
ვერკორი, ნამდვილი სახელი – ჟან ბრიულერი (ფრან. Jean Bruller; დ. 26 თებერვალი, 1902 – გ. 10 ივნისი, 1991) იყო ფრანგი მწერალი და ილისტრატორი.
[რედაქტირება] ბიოგრაფია
ვერკორი დაიბადა 1902 წელს პარიზში. სანამ ლიტერატურულ მოღვაწეობას დაიწყებდა, მხატვარი იყო და 1927 წელს გამოაქვეყნა ესე "ჰიპოთეზა მხატვრობის მოყვარულთა შესახებ".
ლიტერატურაში ცნობილი გახდა მეორე მსოფლიო ომის დროს ვერკორის ფსევდონიმით. 1942 წელს იატაკქვეშა გამომცემლობაში გამოსვა ნოველების კერბული "ზღვის დუმილი". როგორც შემდეგ წერდა ცნობილი ფრანგი მწერალი ჟან-პოლ სარტრი, ამ კრებულის ერთ–ერთმა ნოველამ "ზღვის დუმილმა" უფრო მეტი გააკეთა ფრანგების მსოფლმხედველობის განვითარებისათვის, ვიდრე უამრავმა მოწოდებამ და პოლიტიკური ხასიათის სტატიებმა. ომის დროს გამოიცა აგრეთვე ნოველების კრებულები: "ვერდენის ტიპოგრაფია", "უძლურება". ომის შემდეგ ვერკორმა გამოსცა რამდენიმე რომანი და მოთხრობები: "ცოტად თუ ბევრად ადამიანი", "გადაგვარებული ცხოველები", "დეკემბრის თავისუფლება" და სხვა.
ვერკორი გარდაიცვალა 1991 წელს.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ფრანგული ნოველა ორ ტომად – ტომი II;გამომც. საბჭოთა საქართველო, 1976; გვ: 548
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- (ფრანგული) ვერკორის ბიოგრაფია