ვერის წმინდა პანტელეიმონ მკურნალის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წმინდა პანტელეიმონ მკურნალის ეკლესია
ვერის წმინდა პანტელეიმონ მკურნალის ეკლესია — თბილისი
ვერის წმინდა პანტელეიმონ მკურნალის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°42′06″ ჩ. გ. 44°46′41″ ა. გ. / 41.701833° ჩ. გ. 44.778139° ა. გ. / 41.701833; 44.778139
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
მუნიციპალიტეტი მთაწმინდის რაიონი
ადგილმდებარეობა თბილისი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება XIX საუკუნე

ვერის წმინდა პანტელეიმონ მკურნალის ეკლესიაქართული მართლმადიდებლური ეკლესია თბილისში (მთაწმინდის რაიონი). დგას ზემო ვერის სასაფლაოს ტერიტორიაზე (გურამ რჩეულიშვილის ქუჩა).

ეკლესია აგებულია XIX საუკუნის 70-80-იან წლებში. გეგმით ცენტრალურგუმბათოვანია. კედლები აგურითაა ნაშენი, გუმბათი ქვისაა. თავდაპირველად ღვთისმშობლის სახელობის იყო. საბჭოთა პერიოდში ეკლესია გაუქმდა, 1989 წელს კვლავ აღდგა და იკურთხა წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 968, ISBN 99928-20-32-2.
  • გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ № 9, 1999 წ.