ვენის მეტროპოლიტენი
| ვენის მეტროპოლიტენი ინგლ. Metro Wien |
|
|---|---|
| ინფორმაცია | |
| ქვეყანა | |
| ქალაქი | ვენა |
| გახსნის თარიღი | 1976 |
| ხაზის სიგრძე | 74,2 კმ |
| სადგურთა რაოდენობა | 101 |
| ხაზთა რაოდენობა | 5 |
| მგზავრები დღეში | |
| მგზავრები წელიწადში | |
| ხაზების სქემა | |
ვენის მეტროპოლიტენი (გერმ. Wiener U-Bahn) — მეტროპოლიტენის ხაზების სისტემა ვენაში. S-Bahn-თან, ტრამვაისა და საავტობუსო სისტემასთან ერთად ავსტრიის დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია.
ვენის თანამედროვე მეტროპოლიტენის გახსნის თარიღად 1976 წელი მიიჩნევა. ამავდროულად, ვენის მეტროპოლიტენს მდიდარი წინაისტორია აქვს, რომელიც ჯერ კიდევ XIX საუკუნის მიწურულიდან იწყება. ახლანდელი ქსელი მოიცავს 1898—1901 წლებში აშენებული შტადტბანების (საქალაქო რკინიგზა) რიგ მონაკვეთებს.
მეტროქსელი 74,2 კმ სიგრძის 5 ხაზისა და 101 სადგურისგან შედგება. ხაზებს დასახლებები არ გააჩნიათ და მხოლოდ ნომრებით მოიხსენიებიან ასო U-თი (U-Bahn-დან) U1-დან U6-მდე. გარდა ამისა, ყოველ ხაზს თავისი ფერი აქვს. ვენის მეტროპოლიტენს ქალაქის ასპროცენტიან მფლობელობაში მყოფი Wiener Stadtwerke AG-ის ფირმა Wiener Linien GmbH & Co KG ემსახურება.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- Wiener Linien — ვენის მეტროპოლიტენის მომსახურე ფირმა
სტატიის