ვეგეციუსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პუბლიუს ფლავიუს რენატუს ვეგეციუსიIV საუკუნის დასასრულისა და V საუკუნის დასაწყისის რომაელი სამხედრო ისტორიკოსი და თეორეტიკოსი. 390-410 წლებში ოთხ წიგნად დაწერა ტრაქტატი „სამხედრო საქმის შესახებ“, რომელიც იმპერატორ თეოდოსიუსს უძღვნა. ვეგეციუსის ნაშრომი კომპილაციურია, შედგენილია დაკარგული რომაული წყაროების საფუძველზე და რომის სამხედრო ხელოვნების შესახებ პირველი სისტემატიური ნაშრომია, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია. ვეგეციუსის ნაშრომი ფართოდ იყო ცნობილი შუა საუკუნეებში.

ლიტერატურა[რედაქტირება]