ვახტანგ მუხრანბატონი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვახტანგ ბაგრატის ძე მუხრანბატონი (გ. 1580), მუხრანბატონების სახლის უფროსი და შიდა ქართლის სადროშოს სარდალი XVI საუკუნის 60-იან წლებიდან 1580-მდე. ქართლის გამგებელი XVI საუკუნის 70-იან წლებში. მუსტაფა ლალა-ფაშას ქართლში ლაშქრობისას (1578) ქართლის დიდ თავადებთან ერთად მორჩილება გამოუცხადა მას. კონფლიქტი ჰქონდა სპარსეთიდან დაბრუნებულ სიმონ I-თან. სიმონმა დააპატიმრა კიდეც, მაგრამ მალე შეურიგდა და გაათავისუფლა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • გვრიტიშვილი დ., ფეოდალური საქართველოს სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან (ქართლის სათავადოები), თბ., 1955;
  • ჯამბურია მ., ქსე, ტ. 7, გვ. 230, თბ., 1984