ვასილ კალანდია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვასილი პახვალას ძე კალანდია (დ. 1908, სოფელი წალენჯიხა) — საბჭოთა პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვასილ კალანდია დაიბადა 1908 წელს სოფელ წალენჯიხაში, ღარიბი გლეხის ოჯახში. 1919 წელს ოჯახი იძულებული გახდა მთელი ოჯახით ოჩამჩირეში გადასულიყო. ვასილ კალანდიამ სწავლა ოჩამჩირის ათწლედში დაიწყო, რომელიც 1928 წელს დაასრულა.

1921-1923 წლებში მუშაობდა შიკრიკად საქართველოს კპ (ბ) ოჩამჩირის სამაზრო კომიტეტში, შემდეგ მუშათა კლუბის გამგედ. 1925-1926 წლებში განაგებდა ბეჭდვითი საქმის ექსპედიციას. 1927 წელს ირჩევენ სასოფლო-სამეურნეო კავშირის რაიკომის თავმჯდომარედ. 1930 წელს მუშაობდა წითელი ჯვრის აფხაზეთის საზოგადოების პრეზიდიუმის წევრად და შემდეთ თავჯდომარის მოადგილედ.

1930 წელს ვასილ კალანდია შევიდა თბილისის საბჭოთა მშენებლობის ინსტიტუტში. ამავე დროს იყო „საქართველოს ჩაის“ ადმინისტრაციულ-სამეურნეო სეტქორის ხელმძღვანელი.

1932 წელს ვასილ კალანდია საქართველოს კპ (ბ) ცკ-ის მიერ გაგზავნილ იქნა „საქართველოს ჩაის“ ზუგდიდის მანქანა-ტრაქტორების ბაზის დირექტორად. 1934-1937 წლებში აფხაზეთის ასსრ-ის სოფსაბჭოს რწმუნებულად ოჩამჩირის რაიონში. 1937 წლის აგვისტოს საქართველოს კპ (ბ) აფხაზეთის საოლქო კომიტეტმა ვასილ კალანდია დაამტკიცა გაზეთ „საბჭოთა აფხაზეთის“ სასოფლო-სამეურნეო განყოფილების გამგედ. 1938 წლის იანვრიდან აფხაზეთის სსრ-ის ცაკის დადგენილებით ის დანიშნულ იქნა აფხაზეთის ასსრ-ის კურორტთა მთავარ სამმართველოს უფროსად.

1938 წლის აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე რეგისტრირებული იყო აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოების დეპუტატობის კანდიდატად გაგრის რაიონის ერმოლოვკის №17 საარჩევნო ოლქში, რომლის შედეგადაც ის არჩეულ იქნა აფხაზეთის ასსრ-ის I მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად.

ვასილ კალანდია იყო საქართველოს ალკკ წევრი 1923 წლიდან. რამდენჯერმე იყო არჩეული საქართველოს ალკკ რაიკომის პლენუმსა და ბიუროში, რაიონულ და საოლქო კონფერენციებზე, ოჩამჩირის ქალაქის საბჭოს და რაიაღმასკომის პლენუმსა და პრეზიდიუმში. მას ირჩევდნენ ასევე საბჭოების სრულიად აფხაზეთის და რაიონული ყრილობების დელეგატად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №117 (215), 24 მაისი, 1938