ვარჯაანის მთავარანგელოზის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვარჯაანის მთავარანგელოზის ეკლესია – ეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ნასოფლარ ვარჯაანში, სოფელ გუდალეთის სამხრეთით 4 კილომეტრზე. თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (8 X 4 მ), ნაგებია საშუალო და დიდი ზომის ნატეხი ქვით, გამოყენებულია ქვიშაქვაც. შესასვლელი სამხრეთიდანაა. ნალისებრი აფსიდის ღერძზე მოზრდილი სარკმელია, რომლის ქვეშ კედელზე სატრაპეზო ქვაა მიდგმული. ეკლესიაში ყოფილა მოჩუქურთმებული ხის კანკელი (ინახება კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში). სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებზე წყვილი სამსაფეხურიანი პილასტრია, რომელზეც გადადის კამარის საბჯენი თაღი. სამხრეთ კედელში ორი სარკმელია. ეკლესია შელესილი და მოხატული ყოფილა. აღმოსავლეთ ფასადზე სარკმლის ზემოთ ჩასმულია ცისფერი ტუფის ფილა. ლავგარდანი შირიმისაა. ეკლესიის სახურავი ორფერდაა. ეკლესიას სამხრეთით ჰქონია მინაშენი, რომელსაც შესასვლელი სამხრეთით აქვს. ეკლესიას შემოვლებული ჰქონია ქვის ოთხკუთხა გალავანი (შემორჩენილია ფრაგმენტები).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]