ვარდისუბნის ორმოსამარხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვარდისუბნის ორმოსამარხი — არქეოლოგიური ძეგლი, მდებარეობდა სოფელ ვარდისუბნის სამხრეთით, თელავ-თბილისის ავტომაგისტრალის მარცხენა მხარეს, საბერეებად წოდებულ ადგილზე. განეკუთვნებოდა ადრინდელ ელინისტურ ხანას. განადგურდა მიწის სამუშაოების დროს.

სამარხეულ ინვენტარს შეადგენდა ბრინჯაოს თავგახსნილი, გველის თავის გამოსახულების მქონე, ბოლოებშესქელებული, ოთხი სამაჯური. წრიულად ღერომორკალული, ოვალური მოყვანილობის, ბრტყელი, ფარაკიანი ოთხი ბეჭედი, კონუსური, დაფანჯრულკორპუსიანი ზარაკი: პასტის სფერული, გვერდამოღარული მძივები და მოგრძო, კანელურებიანი მძივსაკიდები: რკინის სასხლავი დანა, ნამგალი, მახვილის ტარი; ორი წმინდად განლექილი კეცის მქონე დოქი, მათგან ერთი მოჩალისფროდაა გამომწვარი, მეორე შეღებილია წერნაქით. იმავე მასალისაა ჯამი, რომელსაც შიგნით გადახრილი კიდე და ბრცყელი, უქუსლო პირი აქვს. სამარხეული ინვენტარი ინახება ქალაქ თელავის ისტორიულ მუზეუმში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]