ვალეს წმინდა იოანე ნათლისმცემელის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვალეს წმინდა იოანე ნათლისმცემელის ეკლესია
ვალეს წმინდა იოანე ნათლისმცემელის ეკლესია — საქართველო
ვალეს წმინდა იოანე ნათლისმცემელის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°36′58″ ჩ. გ. 42°51′55″ ა. გ. / 41.6162083° ჩ. გ. 42.8655111° ა. გ. / 41.6162083; 42.8655111
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
სასულიერო სტატუსი მოქმედი
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია
ხუროთმოძღვრების აღწერა
დეტალები

ვალეს წმინდა იოანე ნათლისმცემელის ეკლესია — ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ვალეში. აგებულია 2002-2003 წლებში.

მცირე ერთნავიანი ეკლესია (გარე ზმომებია 5,3X7,1 მ.) შიგნიდან აფსიდით, გარედან კი სწორკუთხაა, მინაშენისა და კარიბჭის გარეშე. ეკლესია მდებარეობს ღია ველზე. ნაგებია ნაცრისფერი და სხვადასხვა ტონალობის მოწითალო ტუფით. გარშემო მოშანდაკებულია ბაზალტის ფილებით. შესასვლელი ერთი აქვს დასავლეთიდან, სარკმელი სამი — თითო-თითო აღმოსავლეთის, სამხრეთისა და ჩრდილოეთის კედლებშია გაჭრილი. აფსიდი გრძივ კედლებს უშუალოდ, საფეხურის გარეშე აგრძელებს. აფსიდში საკურხევლის სარკმლის გვერდებზე ორი სწორკუთხა ნიშია, რომლებიც იატაკიდან იწყება. ტაძრის დარბაზი პილასტრებისა და საბჯენი თაღის გარეშეა და ცილინდრული კამარიტ არის გადახურული. ფასადი სადაა, გრძივ ფასადზე თითო თაღოვანი სარკმელი ცენტრშია გაჭრილი. სარკმლებს და შესასვლელს გლუვი ლილვები შემოუყვება.

ფასადებს გრეხილი ლილვებითა და მათ შორის ორბაფთიანი წნული ორნამენტით შედგენილი კარნიზი ასრულებს. ორქანობიანი სახურავი შემოსილია კრამიტით.

ტაძარს დასავლეთ ფასადზე კარის ზემოთ, სწორკუთხა ქვაზე ამშვენებს ცხრასტრიქონიანი წარწერა:

ჩვენ მონებმან ღვთისამან ძმებ-

მა სპარტაკ და ესტატე ჩიტაძეებ-

მა დედის-თამარის თხოვნით აღუ-

აშენეთ ნასაყდრალზე ტაძარი

იოანე ნათლისმცემელის ხსენები- სა

ხუროთმოძღვრები: ავთანდილ,

ნიკო, ზაზა, გიორგი ნადირაძეები

2002-2003

ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთით სალოცავ ნიშად და სასანთლედ სარკმლის თაღოვანი ნაწილის ქვა დევს გარდამავალი ხანისათვის დამახასიათებელი ჰორიზონტალურ კიდეებიანი თავსართით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გ. მარსაგიშვილი, „ვალეს წმ. იოანე ნათლისმცემელის ეკლესია“ // „ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია“, (რედ. ვალერი ასათიანი), თბ. 2013, გვ. 458