ვაკიჯვრის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვაკიჯვრის ეკლესია — კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი საქართველოში. მდებარეობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვარში. ეკლესია დგას სოფლის ბოლოში, ე. წ. თავვაკიჯვარში.

ეკლესია აშენებულია 2000 წელს, X საუკუნის ტაძრის საძირკველზე. ფასადზე რამდენიმე ადგილას გამოყენებულია ძველი ეკლესიის ჩუქურთმიანი ქვა. ძველი ტაძრის ქვების ნაწილი ეზოშია. შენობა წარმოადგენს ერთნავიან ბაზილიკას და სწორკუთხა მინაშენი აქვს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 10544