ეფრემ მცირის ქუჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეფრემ მცირის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი კრწანისის რაიონი
ისტორიული რაიონი ორთაჭალა
წინა სახელები დილიჯანის შესახვევი, დილიჯანის ქუჩა

ეფრემ მცირის ქუჩა — ქუჩა თბილისში, კრწანისის რაიონში (ორთაჭალა); ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძის (ყოფილი მირ ვეზიროვის) ქუჩიდან დეკაბრისტების მოედნამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში შეტანილია როგორც დილიჯანის შესახვევი, თბილისის ქუჩების 1940 წლის ცნობარში — როგორც დილიჯანის ქუჩა. 1960 წელს ქუჩას ეფრემ მცირის სახელი დაერქვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]