ემო
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ემო | |
|---|---|
| ჟანრობრივი წარმომავლობა: | ჰარდკორ-პანკი |
| კულტურული წარმომავლობა: | 1980-იანები, ვაშინგტონი |
| დამახასიათებელი ინსტრუმენტები: | ვოკალი, ელექტრონული გიტარა, ბას-გიტარა, დასარტყმელი საკრავები |
| მეინსტრიმული პოპულარობა: | 2000-იანები - 2000-იანების ბოლო პერიოდი |
| სკრიმო | |
ემო (ინგლ. Emo) — როკ-მუსიკის ჟანრი, რომელსაც ახასიათებს მელოდიური კომპოზიციები და ექსპრესიული, გულახდილი ტექსტები. წარმოიშვა 1980-იანებში, ჰარდკორ-პანკის ტალღაზე, ქალაქ ვაშინგტონში, სადაც ცნობილი იყო, როგორც „ემოციური ჰარდკორი“ ან „ემოკორი“. თავდაპირველად მას ასრულებდნენ ჯგუფები Rites of Spring და Embrace. ამერიკული პანკ-როკის შემსრულებელი ჯგუფების მუსიკაში ასახვის შემდეგ მისი ჟღერადობა და დანიშნულება შეიცვალა, დაემატა პოპ-პანკი და ინდი-როკი. 1990-იანების დასაწყისში ჟანრში წარმატებულები იყვნენ Jawbreaker და Sunny Day Real Estate. 1990-იანებში ცენტრალური და შუადასავლეთ აშშ-ს რეგიონებიდან მრავალი ემო-კოლექტივი წარმოიშვა.