ემილ ანტუან ბურდელი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ემილ ანტუან ბურდელი (ფრანგ. Emile Antoine Bourdelle; დ. 30 ოქტომბერი, 1861 — გ. 1 ოქტომბერი, 1929) — ფრანგი მოქანდაკე, ოგიუსტ როდენის მოწაფე.

ავტოპორტრეტი

ბურდელი ანტიკურობის თაყვანისმცემელი იყო. ის ცხოვობდა და მუშაობდა ისეთ პერიოდში, როდესაც კლასიკური ხელოვნება უკანა პლანზე გადიოდა და ადგილს უთმობდა თანამედროვე ხელოვნებას.

ბურდელის პირველი დამოუკიდებელი ნამუშევარა „ადამი“, რომელიც ადასტურებს მის პროფესიულ ოსტატობას. ბურდელმა შეასრულა შეკვეთა „1870-1871 წწ ომში დაღუპულთა ძეგლი“, სადაც კარგად ასახულია ომის საშიში და საშინელი პერიოდი. იგრძნობა როდენის გავლენა. მისი ფორმები ნერვიულობით სავსეა, რაც უფრო გვიან ექსპრესიონიზმისათვის იქნება დამახასიათებელი. თუმცა ბურდელი გრძნობს, რომ ამგვარი ექსპრესია მას არ აკმაყოფილებს, მას სურს პლასტიურობის დაბრუნება არქიტექტონიკის კანონებში. ამ სურვილს ადასტურებს „აპოლონის თავი“, რომელიც შესრულებულია მკაცრი, მკაფიო ფორმებით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]