ემანუელ გოლდსტეინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ემანუელ გოლდსტეინიჯორჯ ორუელის ანტიუტოპიური (დისტოპიური) რომანის, „1984“-ის პერსონაჟი. გოლდსტეინი ოკეანიის მმართველი სისტემის, ინგსოცისა და „დიდი ძმის“ მთავარ მტრად ითვლება. გოლდსტეინს რომელსაც ადანაშაულებენ საძმოს მართვაში, რომელიც კონტრ-რელოვუციურ აგენტურულ საქმიანობას ეწევა და პარტიას უპირისპირდება. გოლდსტეინი შიდა პარტიის ყოფილი წევრია, რომელიც მონაწილეობა პარტიის ხელისუფლებაში მოსვლასა და რევოლუციურ პროცესებში, თუმცა მზარდი ავტორიტარიზმის გამო დატოვა პარტია და ჩამოაყალიბა საძმო, რომელიც რეჟიმს დაუპირისპირდებოდა. სამთავრო პროპაგანდის თანახმად ის სახელმწიფოს მტერია. ყოველდღიურად მოქალაქეებისთვის გამოყოფილა „სიძულვილის ორი წუთი“, რა დროსაც ისინი იკრიბებიან ტელეეკრანთან რომელზეც გამოსახულია გოლდსტეინი, გარკვეულ შემთხვევებში ევრაზიელ და აღმოსავლეთაზიელ მეომრებთან ერთად (სამთავრო პროპაგანდის თანახმად ოკეანია ამ ორიდან ერთ-ერთ სახელმწიფოსთან მუდმივ ომშია, თუმცა დროის სხვადასხვა მონაკვეთში მტრად ორივე სახელმწიფო მონაცვლეობით ირიცხება). „სიძულვილის ორი წუთის“ მიზანია ადამიანებმა გამოხატონ განრისხება გოლდსტეინის მიმართ და მოიხსენიონ იგი შეურაცხმყოფელი ეპითეტებით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]