ელისაბედ ერისთავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ელისაბედ შანშეს ასული ერისთავი (დ. 1864 — გ. 1949) — ქართველი მწერალი, ჟურნალისტი.

თავად ელიზბარ ერისთავის შვილი, ქსნის ერისთავთა საგვარეულოდან. ელისაბედ ერისთავი იყო ჟურნალ „ნაკადულის“ (1904-1927, მცირეწლოვანთათვის) ერთ-ერთი დამაარსებელი და პირველი რედაქტორი (1904-1905, ნინო ზურაბიშვილთან ერთად). მისი მოგონებები (დაცულია გ. ლეონიძის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში) შეიცავს საინტერესო მასალას XIX საუკუნის II ნახევრისა და XX საუკუნის I მეოთხედის ქართული არისტოკრატიის, საზოგადოებრივ-კულტურული და სალიტერატურო ცხოვრების შესახებ.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]