ეკოლოგიური მშენებლობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ეკოლოგიური მშენებლობა (ასევე მწვანე მშენებლობა; ინგლ. Green building) — პრაქტიკა მშენებლობაში, რომელიც შენობის მიერ ბუნებრივი რესურსების — ენერგიის, წყლისა და მასალების — ეფექტურად გამოყენებაზე ამახვილებს ყურადღებას და ამავე დროს ამცირებს შენობის ზეგავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე და ზოგადად გარემოზე, შენობის ცხოვრებისეული ციკლის განმავლობაში, უკეთესი დაგეგმვის, პროექტირების, მშენებლობის, მართვის, რემონტისა და დაშლისას. მჭიდრო კავშირშია ეკოლოგიურ არქიტქტურასთან.

კარგად გააზრებული ეკოლოგიური მშენებლობა შემდეგ შედეგს იძლევა: (1) პროდუქტიულობის ზრდა და ნაკლები ენერგიისა და წყლის ხარჯი ამცირებს ოპერატიულ დანახარჯებს, (2) მობინადრეთა და საზოგადოების უკეთესი ჯანმრთელობა გაუმჯობესებული ჰაერის ცირკულაციის გამო, (3) შემცირებული უარყოფითი გავლენა გარემოზე, მაგ., სანიაღვრე წყლის ჩამონადენისა და მხურვალე კუნძულის ეფექტის შემცირება.

ეკოლოგიური მშენებლობა ასევე შენობის კონსტრუქციასა და გარემოს შორის ესთეტიკური ჰარმონიის მიღწევის საშუალებას იძლევა, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი შენობები გარეგნობითა და სტილით სხვა ნაკლებად ეკოლოგიური შენობებისგან ნაკლებად გამოირჩევა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]