ეკატერინე II-ის ძეგლი (სანქტ-პეტერბურგი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეკატერინე II-ის ძეგლი
Памятник Екатерине II
კოორდინატები 59°56′00″N 30°20′13″E / 59.933333° ჩ. გ. 30.336944° ა. გ. / 59.933333; 30.336944
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
არქიტექტორი მიხეილ მიკეშინი
თარიღდება 1862-1873
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810623000

ეკატერინე II-ის ძეგლი (რუს. Памятник Екатерине II) — ეკატერინე II-ის ძეგლი სანქტ-პეტერბურგში. არის სანქტ-პეტერბურგის კულტურული მემკვიდრეობის ფედერალური ობიექტი. აგებულია 1873 წელს მოქანდაკე მიხეილ მიკეშინის მიერ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1860-იანი წლების დასაწყისში წარმოიშვა იდეა ეკატერინე II-ის ტახტზე ასვლის 100 წლისთავთან დაკავშირებით ქალაქში დაედგათ მისი ქანდაკება. ერთ-ერთი ქანდაკება შესრულებული მასშტაბით 1:16, მდებარეობდა ცარსკოე-სელოს პავილიონ „Грот“-ში. ალექსანდრეს მოედნის სკვერის ცენტრში იმპერატორ ეკატერინე II-ის ძეგლი გაიხსნა 1873 წელს, მისი ავტორი იყო მხატვარი მიხეილ მიკეშინი, სამუშაოებს ასევე ასრულებდნენ მატვეი ჩიჟოვი და ალექსანვრე ოპეკუშინი. ძეგლის კვარცხლბეკის პროექტის ავტორი იყო დავიდ გრიმი, რომელიც ასევე ხელმძღვანელობდა ძეგლის შექმნის სამუშაოებს. ორნამენტული დეტალები კი დაამზადა არქიტექტორმა ვიქტორ შრიოტერმა.

სხვადასხვა სახეობის გრანიტი კვარცხლბეკისთვის საზღვაო გზით შემოიტანეს კარელიიდან ნევის სანაპირომდე, ხოლო შემვეგ რკინიგზის საშუალებით. ძეგლის აგება დაჯდა 316 000 რუბლი. მისი მშენებლობა გაგრძელდა 1862 წლიდან 1873 წლამდე, ხოლო ძეგლის კურთხევა გაიმართა 1873 წლის 6 დეკემბერს.

1960-იან წლებში ძეგლი ვანდალების სამიზნე გახდა. 1988 წლიდან ეკატერინეს ბაღი სახელმწიფო დაცვის ქვეშ აღმოჩნდა. 1989-2001 წლებში აქ მიმდინარეობდა რეკონსტრუქცია. XXI საუკუნის დასაწყისში ძეგლი კვლავ ვანდალების სამიზნე გახდა, თუმცა 2003 წლისათვის ყველა მოპარული ფრაგმენტი დააბრუნეს ადგილზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Веснина В. Н. Сады Невского проспекта. — СПб.: Пропилеи, 2008. — С. 134—153. — 204 с. — ISBN 978-5-92542-003-7.
  • Ленинград. Путеводитель / Составитель Серпокрыл С. М.. — Л.: Лениздат, 1973. — С. 133—140.
  • Н. А. Синдаловский. Петербург: От дома к дому… От легенды к легенде… Путеводитель. — СПб.: Норинт, 2000. — С. 95—100. — 400 с. — 5000 экз. — ISBN 5-7711-0082-1.