ეკატერინბურგის სამების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეკატერინბურგის სამების ეკლესია
ეკატერინბურგის სამების ეკლესია — რუსეთი
ეკატერინბურგის სამების ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 56°52′00″ ჩ. გ. 60°41′00″ ა. გ. / 56.86667° ჩ. გ. 60.68333° ა. გ. / 56.86667; 60.68333
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია სვერდლოვსკის ოლქი
ადგილმდებარეობა ეკატერინბურგი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება XIX საუკუნე

ეკატერინბურგის სამების ეკლესია (რუს. Троицкая церковь) — მართლმადიდებლური ეკლესია სვერდლოვსკის ოლქში, ქალაქ ეკატერინბურგში. ეკლესია დაარსდა 1849 წელს, როგორც სოფელ შარტაშის (საბჭოთა პერიოდში მოექცა ქალაქის ფარგლებში) სამლოცველო, მოგვიანებით გადააკეთეს ტაძრად. თანამედროვე ეკლესია შენდებოდა 1889-1892 წლებში და მიეძღვნა 1888 წლის 17 ოქტომბერს იმპერატორ ალექსანდრე III-ისა და მისი ოჯახის გადარჩენას მატარებლის ავარიის დროს.

ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ეკატერინბურგის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1849 წელს სამთო დეპარტამენტმა შარტაშში ააშენა ქვის სამლოცველო, რომელიც მოგვიანებით ტაძრად გადაიქცა. 1892 წელს ტაძარი აკურთხეს სამების სახელზე[1]. ამავე პერიოდიდან შარტაშში ყალიბდება თვითმმართველი მართლმადიდებელი მრევლი. 1857 წლამვე მრევლი მიეწერებოდა ეკატერინბურგის დიდმოწამე ეკატერინეს სახელობის ტაძრის მრევლს, ხოლო 1857-1862 წლებში ელია წინასწარმტყველის ეკლესიის მრევლს ბერეზოვსკში.

1888 წლის 17 ოქტომბრის მოვლენების შემდეგ გადაწყვიტეს სამლოცველო სახლი კაპიტალურად გაერემონტებინათ. მოსახლეობაში დაიწყო შემოწირულობის შეგროვება. 1889 წლის 27 აგვისტოს დაასრულეს მომავალი ეკლესიის საფუძვლის ჩაყრა. 1889 წელს ტაძრის ძირითად შენობასთან ააგეს საეკლესიო-სამრვლო სკოლის შენობა, სადაც შარტაშის ბავშვები სწავლობდნენ საღვთო სჯულს, გრამატიკას, მათემატიკასა და ისტორიას.

სამების ეკლესია საბჭოთა ხელისუფლებამ დახურა 1937 წელს ეკლესიების დახურვის მასიური კამპანიის ფარგლებში. მთელი საეკლესიო ქონება გაიგზავნა 3 ვაგონით და გადაიტანეს შარტაშის ტბის სანაპიროზე, სადაც იგი დაფლეს მიწაში. ეკლესიის შენობა კი გადაეცა გასამხედროებულ სახანძრო დაცვას. 27 მეტრიან სამრეკლოს თავიდან გამოიყენებდნენ როგორც სახანძრო კოშკურას, ხოლო მოგვიანებით სრულიად დაანგრიეს. პერესტროიკის წლებში ეკლესიის შენობა ეკატერინბურგის ხელოსანთა ცენტრი იყო.

1995 წლის ოქტომბერში კვართობის დღესასწაულის წინა პერიოდში ეკატერინბურგის ადმინისტრაციამ ნახევრადდანგრეული ეკლესია გადასცა ეკატერინბურგის ეპარქიას.

2000 წელს დასრულდა კაპიტალური რეკონსტრუქცია. 2002 წლიდან მიმდინარეობს მეცადინეობები საეკლესიო-სამევლო სკოლაში. 2009 წლის 11 ივნისს განაცხადეს სასულიერო-საგანმანათლებო ცენტრის მშენებლობის დასრულების შესახებ, რომლის კედლებშიც ასევე მოქმედებდა ასევე მართლმადიდებლური ლიტერატურის ბიბლიოთეკა. ასევე იგეგმება წრეების ჩამოყალიბება ბავშვთა ინტერესების მიხედვით[2].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Приходы и церкви Екатеринбургской епархии. — Екатеринбург: Братство Св. Праведного Симеона Верхотурского Чудотворца, 1902. — С. 647.
  2. Православная Газета. На Шарташе освящен просветительский центр.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-11-06. ციტირების თარიღი: 2018-06-06.