ეკალაურის განძი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ეკალაურის განძიძვ. წ. XI საუკუნის ბრინჯაოს ნივთების განძი. აღმოჩნდა 1960 წელს სოფელ ერგეს (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი), ეკალაურის უბანში, ადგილ ხორჩენაზე.

აღწერილობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განძი შედგებოდა ბრინჯაოს 2 ცული, 4 თოხი, 2 წალდი და 1 უფორმო ზოდი. ერთი წალდი დაზიანებულია. განძი დაცულია ხარიტონ ახვლედიანის სახელობის აჭარის სახელმწიფო მუზეუმში (კოლექცია №963/6802-971/6810).

ეკლაურის განძის ერთ-ერთი ცულისათვის დამახასიათებელია შვეტილი ტანი და თითქმის სიმეტრიული, ორფრთიანი პირი, ხოლო მეორისათვის შუა წელში ოდნავ მოხრილი სწორი შუბლი, ცალფრთიანი პირი და ორფერდა, მასიური ყუა. პირველი ცული III სახეობისაა, ხოლო მეორე უფრო IV ქვესახეობას ეკუთვნის. ოთხივე თოხი ტრაპეციის ფორმისაა და ფართოპირიანი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]