ეთიოპია-სომალის სასაზღვრო ომი (1982)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეთიოპია-სომალის სასაზღვრო კონფლიქტი (1982)
თარიღი ივნისი-აგვისტო, 1982
მდებარეობა მუდუგი, სომალი
შედეგი 1988 წლის სამშვიდობო ხელშეკრულება
მხარეები
ეთიოპია
პუნტლენდის დროშა სომალის ხსნის დემოკრატიული ფრონტი
სომალის დროშა Sსომალის დემოკრატიული რესპუბლიკა
მხარდამჭერები:
აშშ-ის დროშა აშშ[1]
ეგვიპტის დროშა ეგვიპტე[2]
მეთაურები
მენგისთუ ჰაილე მარიამი
პუნტლენდის დროშა აბდულაჰი იუსუფ აჰმედი
სომალის დროშა მოჰამედ სიად ბარე
სომალის დროშა მოჰამედ საიდ ჰერსი მორგანი
ძალები
10,000 ეთიოპელი ჯარისკაცი
5,000 სამხრეთ სომალის დემოკრატიული ფრონტის მილიცია[3][4][5]
50,000 სომალელი ჯარისკაცი[1]

ეთიოპია-სომალის სასაზღვრო ომი — მიმდინარეობდა 1982 წლის ივნისიდან აგვისტომდე, როდესაც ეთიოპიამ სომალისკენ გაგზავნა 10,000 კაციანი ძალა, სამხედრო თვითმფრინავებითა და ჯავშანტექნიკით, ათასობით „სომალის ხსნის დემოკრატიული ფრონტის“ მეამბოხეების მხარდაჭერით და შეიჭრა ცენტრალურ სომალიში. საპასუხოდ შეერთებული შტატების მთავრობამ დააჩქარა მსუბუქი იარაღის მიწოდება და პატონებს დაპირდა სომალის. გარდა ამისა, თავდაპირველად დაპირებული 45 მილიონი აშშ დოლარი ეკონომიკური და სამხედრო დახმარება 80 მილიონ აშშ დოლარამდე გაზარდა.[6]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეთიოპია, რომელიც სომალის დასავლეთით მდებარეობს, მის მეზობლად მდებარეობს ჯერ კიდევ V საუკუნიდან. სომალსა და ეთიოპიას შორის დაძაბული ურთიერთობა XVIII საუკუნეში დაიწყო, იმ დროისათვის ისინი მიიჩნეოდნენ კოლონიურ კონკურენტებად. ამ პერიოდის განმავლობაში, ქვეყნებს შორის ტერიტორიებზე დავა მიმდინარეობდა. ეს კამათი დასრულდა მაშინ, როდესაც ეთიოპიამ სომალს გადასცა ბრიტანეთის მიერ კოლონიზებული სამხრეთი ზოლი, მაგრამ მის მფლობელობაში აღმოჩნდა საკამათო და სომალისთვის ძვირფასი რეგიონი ოგადენი . [7] XIX საუკუნის დასაწყისსა და მეორე მსოფლიო ომს შორის ორი ქვეყნის საზღვრები მუდმივად სადავო იყო, რამაც ომის შემდეგ გაეროს ინტერვენცია გამოიწვია. [7] გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ გადაწყვიტა დაებრუნებინა XVIII საუკუნის ბოლოს დადებული შეთანხმება კოლონიური საზღვრების შესახებ. ამგვარად, შეთანხმება ამოქმედდა წინა მფლობელის (ეთიოპია) სასიკეთოდ. ეს იყო ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც აფიქსირებდა საზღვარს სომალსა და ეთიოპიას შორის.[8]

1969 წელს, სამხედრო გადატრიალების გზით, ყოფილი პრეზიდენტის აბდირაშიდ ალი შერმარკის მკვლელობის შემდეგ, სარდალმა მოჰამედ სიად ბარემ სომალის ხელისუფლების მართვის სადავეები აიღო. [9] სიად ბარე, თვითგამოცხადებული მარქსისტი, სწრაფად დაუახლობდა საბჭოთა კავშირს. სიად ბარემ უპირატესობა მიანიჭა პარტიულ უზენაესობას და შექმნა დიქტატურული მთავრობა. 1977 წელს სომალმა სცადა საბჭოთა კავშირის მხარდაჭერით დაებრუნებინა ოგადენის კონტროლი. მაგრამ 1978 წლისთვის საბჭოთა კავშირმა გადაწყვიტა, მხარი დაეჭირა ეთიოპიისთვის, პოტენციური პოლიტიკური სარგებლისა და რესურსების გამო. 1978 წელს, საბჭოთა შეიარაღებისა და კუბის მხარდაჭერით, ეთიოპიამ დაიბრუნა კონტროლი ოგადენზე. ამან გამოიწვია ოგადენის რეგიონიდან სომალის საზღვრებში ასობით ათასი სომალელი მამაკაცისა და ქალის მასობრივი გასახლება. [7] სომალი, მიუხედავად ოგადენის ომში დამარცხებისა, არ ცნობს საერთაშორისო საზღვარს, ოგადენს მოიაზრებს საკუთარ ტერიტორიად თავისი ეთნიკურად სომალელი მოსახლეობით, ეთიოპიაში. [8] ბევრი ისტორიკოსი თვლის, რომ ეს არის მიზეზი ამ ორი ქვეყნის მტრობისა.

სიად ბარეს მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, შეერთებულ შტატებს მხოლოდ მსუბუქი იარაღის გაგზავნა შეეძლო, ისიც თავდაცვისთვის და არა თავდასხმისთვის.[10] წერს ჯონ ე.პაიკი „მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატები მზად იყო დახმარებოდა სიად ბარის რეჟიმს ეკონომიკურად პირდაპირი გრანტების, მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული სესხების და საერთაშორისო სავალუტო ფონდის შემსუბუქებული რეგულაციების მეშვეობით, შეერთებული შტატები ყოყმანობდა სომალისათვის უფრო მეტი სამხედრო დახმარების შეთავაზებაზე. რეჟიმის დასახმარებლად შეერთებული შტატების სამხედრო და ეკონომიკური დახმარების ოდენობამ შეადგინა 34 მილიონი აშშ დოლარი“.[11]

სასაზღვრო ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი სიად ბარე ეწვია შეერთებულ შტატებს 1982 წლის თებერვლის დასაწყისში, მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ დაიწყო თავდასხმა სომალის საზღვარზე. ივლისის შუა რიცხვებში სომალის ხსნის დემოკრატიული ფრონტი, გასამხედროებული ქოლგა ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა სიად ბარეს, როგორც დიქტატორის მმართველობის დაწყების შემდეგ, და საბჭოთა სამხედრო იარაღითა და მანქანებით შეიარაღებულმა ეთიოპიამ გადაკვეთა სადავო ოგადენი. რეგიონი სომალის მუდუგის რეგიონში. მუდუგის რეგიონი, რომელიც მდებარეობს სომალის ცენტრალურ ნაწილში, იყო თავდასხმის წერტილი, რადგან იქ ნებისმიერი კონფლიქტი ქვეყნის ორ ნაწილად გაყოფას ნიშნავდა. [11] ეთიოპელები შეიარაღებული იყვნენ საბჭოთა კავშირის მიერ მიწოდებული MIG მებრძოლებით და T-55 ტანკებით. დასავლური დიპლომატიური წყაროების მიერ კამპანიის დასაწყისში ეთიოპიის ძალების სავარაუდო რაოდენობა იყო 10000 კაცი, ხოლო სომალის არმია დაახლოებით ორმოცდაათი ათასი იყო. მიუხედავად არმიებს შორის განსხვავებისა, სომალელები უკიდურესად მოუმზადებლები იყვნენ, რადგან ისინი არც თუ ისე კარგად იყვნენ აღჭურვილი. ქვეყანაში შესვლისთანავე ეთიოპიის არმიამ შეძლო ბალანბალეს და გალდოგობის დაკავება. ბალანბელე და გალდოგობი იყო ორი ქალაქი მუდუგის რეგიონის დედაქალაქ გალკაიოსთან ახლოს. ბალანბალესა და გალდოგობის წარმატებული დაკავების შემდეგ, სიად ბარემ და მისმა მთავრობამ გამოაცხადეს საგანგებო მდგომარეობა. [11] რეჟიმი, რომელსაც ეშინოდა ქვეყნის ომის ზონად გადაქცევის, დასავლეთს დახმარებას სთხოვდა. შეერთებულმა შტატებმა მიაწოდა იარაღი, რომელიც ადრეც შესთავაზეს ერთგულების გამო. იარაღი გაიგზავნა იმ წესით, რომ გამოეყენებინათ შემოჭრის მოსაგერიებლად, მაგრამ არა შურისძიების მიზნით. [11] იარაღთან ერთად, შეერთებულმა შტატებმა სომალს ასევე მიაწოდა ეკონომიკური და სამხედრო დახმარება ას ოცდახუთი მილიონ დოლარზე მეტი. გარდა ამისა, თავდაპირველად დაპირებული 45 მილიონი აშშ დოლარი ეკონომიკური და სამხედრო დახმარება 80 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა. ახალი იარაღი გამოიყენებოდა არა ეთიოპელების მოსაგერიებლად, არამედ სიად ბარეს შიდა მოწინააღმდეგეების დასათრგუნად.

შემდგომი ეტაპი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მას შემდეგ, რაც ეთიოპელები სომალიში შეიჭრნენ, ბევრ დიპლომატს სჯეროდა, რომ სომალელები მიესალმებოდნენ ეთიოპელებს, როგორც განმათავისუფლებლებს პრეზიდენტ სიად ბარეს მთავრობისგან. რადგან ხშირად ირღვეოდა ადამიანის უფლებები. მიუხედავად ამისა, ორ ქვეყანას შორის ისტორიული ზიზღი უფრო ძლიერი აღმოჩნდა. სასაზღვრო ომის შემდგომ წლებში პრეზიდენტმა სიად ბარემ მოიპოვა მხარდაჭერა არაბული ქვეყნების ლიგის მიერ ორგანიზებულ სამიტზე გამოსვლის შემდეგ. ერთი წლის შემდეგ ეკონომიკურმა პრობლემებმა იჩინა თავი, ახლად ჩამოყალიბებული რეგიონალური კლანური და პარტიზანული ჯგუფები აჯანყდნენ და დაუპირისპირდნენ სიად ბარეს მთავრობას. სიად ბარეს რეჟიმზე ეკონომიკურ ზეწოლას ახორციელებდნენ საერთაშორისო სავალუტო ფონდი, გაეროს განვითარების პროგრამა და მსოფლიო ბანკი, რათა მოეხდინათ მისი ეკონომიკის ლიბერალიზაცია. ეკონომიკურმა სისტემამ ზეწოლა მოახდინა სომალიზე, რომ დაემყარებინა თავისუფალი ბაზრის სისტემა. მუდმივი პოლიტიკური ზეწოლის გამო, სომალი 1988 წლისთვის სრულმასშტაბიან სამოქალაქო ომში ჩაეფლო. სამოქალაქო ომმა სომალის რღვევა გამოიწვია. 1991 წლის იანვარში სიად ბარე გააძევეს მოგადიშოდან. [12]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცნობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Cowell, Alan (8 October 1982). „Ethiopian Drive Against Somalia Bogs Down“. The New York Times. ციტირების თარიღი: 23 October 2018.
  2. Fitzgerald, Nina J. (2002) Somalia; Issues, History, and Bibliography. Nova Publishers, გვ. 64. ISBN 9781590332658. 
  3. US Department of the Army: Analysis of Somalia, December 1993.
  4. History – Somalia – problem, area, crops, system, power. ციტირების თარიღი: 21 July 2017
  5. Yuusuf (Dhegey), Sayid-Axmed M. (19 January 2015) Milicsiga Dagaalkii Dhexmaray Xukuumaddii Maxamed S. Barre iyo Jabhaddii SNM: Sababihii Dagaalka iyo Saamayntii uu ku yeeshay Jamhuuriyaddii Soomaalida. ISBN 9789174635782. 
  6. Somalia's Difficult Decade.
  7. 7.0 7.1 7.2 შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს..
  8. 8.0 8.1 Sheila Rule (5 April 1988). „Somalia and Ethiopia Resume Relations“. The New York Times. ციტირების თარიღი: 23 October 2018.
  9. „Mohamed Siad Barre | president of Somalia“. Encyclopedia Britannica. ციტირების თარიღი: 23 October 2018.
  10. Recent Trends in the Horn of Africa (15 December 1983). ციტირების თარიღი: 20 October 2018
  11. 11.0 11.1 11.2 11.3 შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს..
  12. „Endless war: a brief history of the Somali conflict“. Conciliation Resources. 3 February 2012. ციტირების თარიღი: 23 October 2018.