ეთერ ჭელიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეთერ ჭელიძე
დაბადების თარიღი 21 მარტი, 1938
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 13 ნოემბერი, 1987 (49 წლის)
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
ალმა-მატერი თბილისის მუსიკალური სასწავლებელი
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია
საქმიანობა მომღერალი, კომპოზიტორი

ეთერ ჭელიძე (დ. 21 მარტი, 1938, თბილისი — გ. 13 ნოემბერი, 1987) — ქართველი კომპოზიტორი და მომღერალი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1938 წლის 21 მარტს, ქალაქ თბილისში. დაამთავრა თბილისის მუსიკალური სასწავლებელი (საფორტეპიანო), ხოლო 1962 წელს ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (საფორტეპიანო).

1962-1987 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტი. არის 200-მდე სიმღერის ავტორი, თანადამფუძნებელი კონცერტების „მღერიან ექიმები“, „მღერიან ჟურნალისტები“; თხზულებები: საბავშვო მიუზიკლი „დღეს“.

სიმღერები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „თბილისის ქუჩები“
  • „ჭაღარა თბილისო“
  • „ლურჯი აპრილი“
  • „ვენაცვალე მაგ შენს თვალებს“
  • „მდინარე ხიდის ქვეშ“
  • „იას სინაზე მოვსტაცე“
  • „მჯეროდა შენ დაგიტოვებ“
  • „მცხეთა“
  • „მაღლა, მაღლა“
  • „ქართულო მიწაო“
  • „მე მაინც მოვალ“
  • „ყველაფერი სიყვარულს“
  • „თევზები“ (სატელევიზიო ფონდში ოქროს ნოტებით ჩაიწერა)
  • „წყარო“
  • „სიყვარულო, რა ხარო“

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1966 — ბერლინის სატელევიზიო კონკურსი „წლის საუკეთესო სიმღერა“
  • იუნესკოს პრემია სიმღერა „ლურჯი აპრილის“ შექმნისთვის
  • საქართველოს დამსახურებული არტისტი

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი, გვ. 566, თბ., 2015.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]