ევრიკა (მცენარე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერმინს „ევრიკა“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ევრიკა.

ევრიკა (Eureca) — ლიმონის ჯიში. გამოყვანილია კალიფორნიაში (1858). ხე სუსტად იზრდება. უეკლოა (იშვიათად მცირეეკლიანი), მსხმოიარობას იწყებს დარგვიდან მესამე წელს. ყვავილობა და მსხმოიარობა თითქმის მთელ წელიწადს გრძელდება.

ევრიკის ნაყოფი მოგრძოა, წვეტიანი, წვენი ძლიერ მჟავე და არომატული. თესლს მცირე რაოდენობით შეიცავს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]