ევგენი მაჭავარიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ევგენი მაჭავარიანი (დ. 27 ივლისი, 1937, თბილისი — გ. იანვარი, 1997) — ქართველი მუსიკოსი, პედაგოგი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1963 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია.

1956-1958 წლებში იყო ზუგდიდის სამუსიკო სკოლის პედაგოგი; 1958 წლიდან ლექტორი-მუსიკათმცოდნე. 1963-1970 წლებში იყო თბილისის II სამუსიკო სასწავლებლის პედაგოგი. 1966-1970 წლებში საქართველოს ტელევიზიის მუსიკალური გადაცემების მთავარი რედაქტორი, 1977 წლიდან მუსიკალური მაუწყებლობის მთავარი კონსულტანტი, 1979-1982 წლებში საქართველოს სახელმწიფო ტელერადიო კომიტეტის მუსიკალური პროგრამების რედაქციის მთავარი რედაქტორი. 1970 წელს იყო საქართველოს კულტურის სამინისტროს ძეგლთა დაცვის კომიტეტის ინსპექტორი; 1970 წლიდან კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მუსიკალური განყოფილების უფროსი; 1982 წლიდან ფილარმონიის გენერალური დირექტორის მოადგილე, შემდეგ სამხატვრო ხელმძღვანელი. ავტორია წიგნებისა: „გაზაფხული, თბილისი, მუსიკა“ (1965), წერილებისა და სტატიებისა რომლებიც გამოქვეყნებულია ჟურნალ „საბჭოთა ხელოვნებასა და რესპუბლიკურ პრესაში“; წერილებისა ქართველ მუსიკოსთა და კომპოზიტორთა შესახებ სხვადასხვა ენციკლოპედიური გამოცემებისათვის; სცენარის ავტორი ფილმებისა: „ყოჩაღად, პაპებო!“ (1981, მხატვრული ფილმი) და „ქება ვაზისა“ (1988, დოკუმენტური ფილმი).

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი, თბ., 1996, გვ. 97, გვ. 129
  • Композиторы и музыковеды грузии, тб., 1984, გვ. 263
  • წიგნი ღირსებისა: ტ. 1, თამაზ ყიფიანი, თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი, თბ., 2000, გვ. 385

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]