რასელის ჯგუფი
| რასელის ჯგუფი | |
| დაარსების თარიღი |
1994 |
|---|---|
| ტიპი |
გაერთიანებული სამეფოს წამყვანი კვლევითი უნივერსიტეტების ასოციაცია |
| ადგილმდებარეობა | |
| წევრები |
20 |
| ვებ-საიტი | |
რასელის ჯგუფი (ინგლ. The Russell Group) - ბრიტანეთის ოცი წამყვანი კვლევითი უნივერსიტეტის ასოციაცია, დაარსებული 1994 წელს. რასელის ჯგუფს ხშირად განიხილავენ როგორც ამერიკის აივი ლიგის ბრიტანულ ეკვივალენტს.[1]
რასელის ჯგუფი დაარსეს იმ უნივერსიტეტებმა, რომლებიც ერთად ყოველწლიურად ბრიტანეთში კვლევითი გრანტების და საკონტრაკტო ფონდების ორ-მესამედს იღებენ. ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ამ ოცი უნივერსიტეტის და მათი სტუდენტების ინტერესების ლობირება ბრიტანეთის მთავრობასთან, პარლამენტთან და სხვა ორგანიზაციებთან ოფიციალური, სამუშაო ურთიერთობის ჩამოყალიბების გზით. ჯგუფის წევრი უნივერსიტეტების უმრავლესობა (18 უნივერსიტეტი 20-დან) არის ბრიტანეთის წამყვანი უნივერსიტეტი აკადემიური რეიტინგის და მათ მიერ მოპოვებული კვლევითი გრანტების რაოდენობის მიხედვით. [2]
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ აჰმედ, ქამალ. “გაამართლებდა თუ არა აივი ლიგა ბრიტანეთში?“, გარდიანი, 2002-12-01.
- ↑ [1]
სტატიის