ეგოროვის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეგოროვის სახლი
Доходный дом Егорова
კოორდინატები 59°56′22″N 30°21′39″E / 59.939373° ჩ. გ. 30.360789° ა. გ. / 59.939373; 30.360789
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
არქიტექტორი პ. ი. სიუზორი
სტილი ეკლექტიკა
თარიღდება 1883-1885
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7831544000

ეგოროვის სახლი (რუს. Доходный дом Егорова) — XIX საუკუნის არქიტექტურის ძეგლი. აგებულია ეკლექტიკის არქიტექტურულ სტილში. მდებარეობს სანქტ-პეტერბურგის ცენტრალურ რაიონში. მისამართი აჯანყების ქუჩა, სახლი № 35. არის სანქტ-პეტერბურგის კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენილი ობიექტი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1800-იან წლებში მიწის ნაკვეთი ეკუთვნოდა საიდუმლო მრჩეველს ვლადიმერ სერგის ძე გრუშეცკის, ხოლო 1820-იან წლებში დაბალი რანგის ჩინოვნიკს, სასახლის მრცეველს ანტონ ანდრეის ძე ავრეჟიოს. შემვეგ იგი გახდა მეტრდოტელ ვასილევის კუთვნილება, რომლისგანაც 1840-იან წლებში მიწის ნაკვეთზე შემორჩენილი იყო ერთსართულიანი ხის სახლი, ორი ერთსართულიანი ფლიგელი.

1860-იან წლებში აქ მდებარე სახლი ეკუთვნოდა სასახლის მრჩეველს ალექსანდრე ალექსანდროვს.

1873 წლის 24 მარტს მიწის ნაკვეთი ერთსართულიანი სახლით იყიდა საპატიო მოქალაქემ ეფიმ ეგოროვმა. მან გააქირავა სახლი 2100 რუბლად წელიწადში. 1882 წელს სახლში გაჩნდა ხანძარი და ეგოროვმა მიიღო დაზღვევა დამწვარი სახლის გამო და დაიწყო ახალი სახლის შენებლობა. 1885 წლის 30 ნოემბრისათვის სახლის ფართობი შეადგენდა 867,4 კვ. საჟენს (ანუ 4 000 კვ. მ.). სახლის საშუალო სიმაღლე იყო 25 მეტრი. კედლები ააშენეს აგურით.

სახლის ფასადები მდიდრულადაა შემკული, რაც დამახასიათებელია ეკლექტიკის არქიტექტურული სტილისათვის. მესამე სართულის ფანჯრები ვაზებითაა შემკული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Бройтман Л. И., Дубин А. С. Улица Восстания. — М.: ЗАО Центрполиграф, 2005