ებერგის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ებერგის სახლი
რუს. Дом Эберга
კოორდინატები 47°13′11″N 39°42′56″E / 47.219789° ჩ. გ. 39.715489° ა. გ. / 47.219789; 39.715489
მდებარეობა დონის როსტოვი
ტიპი კონსტრუქტივიზმი
თარიღდება 1934
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6130355000

ებერგის სახლი (რუს. Дом Эберга) — შენობა დონის როსტოვში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. სახლში ცხოვრობდა არქიტექტორი ლ. ებერგი. აგებულია 1934 წელს. ებერგის სახლს გააჩნია რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

სახლის მისამართი: რუსეთის ფედერაცია, როსტოვის ოლქი, დონის როსტოვი, სერაფიმოვიჩის ქუჩა № 76.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბჭოტა არქიტექტორი ლევ ებერგი არის დონის როსტოვის რამდენიმე არქიტექტურული ძეგლის ავტორი. როსტოვში იგი ცხოვრობდა 1932 წლიდან. დონის როსტოვში დაიწყო არქიტექტურული მოღვაწეობა არქიტექტორების ჯგუფში, რომლებიც თეატრალურ მოედანზე აშენებდნენ მ. გორკის სახელობის როსტოვის დრამის აკადემიურ თეატრს. როსტოვში მან დააპროექტა მტელი რიგი შენობებისა, მათ შორის სასტუმრო „როსტოვი“, კინოთეატრი „რუსეთი“, საცხოვრებელი სახლი „ოქროს თავთავი“ და სხვ. მისივე პროექტით აშენდა სახლი, რომელშიც იგი ცხოვრობდა.

სახლი, რომელშიც 1934 წლიდან 1954 წლამდე ცხოვრობდა და მუშაობდა არქიტექტორი ლევ ებერგი, მდებარეობს დონის როსტოვში, სერაფიმოვიჩის ქუჩა № 76-ში.

შენობა ააგეს 1934 წელს ლ. ებერგის პროექტის მიხედვით კონსტრუქტივიზმის არქიტექტურულ სტილში. სახლს სულ ექვსი მფლობელი ჰყავდა. პირველ სართულზე № 1 ოთახში ცხოვრობდა მესაათე ვ. მიხაილოვა. მისი სახელოსნო მუშაობდა 1990-იან წლებამდე, შემდეგ გადააკეთეს კაფედ. № 2 ოთახში ცხოვრობდა ინჟინერი ა. ლვოვი.

მეორე სართულზე № 3 ოთახში ცხოვრობდა არქიტექტორი ლ. ებერგი. № 4 ოთახში — ბავშვთა ექიმი გ. მერეინესი ცოლთან ერთად.

სახლის მესამე სართულზე № 5 ოთახში ცხოვრობდა ინჟინერ-მშენებელი გ. პერკუნი. რომელთანაც ებერგმა 1922 წელს შექმნა სამშენებლო ფირმა „პერკუნი და ებერგი“. № 6 ოთახში კი ცხოვრობდა იურისტი ა. შიკი.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ებერგის სახლი მდებარეობს დონის როსტოვის ცენტრალურ ისტორიულ ნაწილში. სახლი სამსართულიანია, აგებულია აგურისაგან. სახლი დაგეგმარების მიხედვით სწორკუთხაა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]