დუაბის ნამარხი ფლორა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დუაბის ნამარხი ფლორა — ნამარხი ფლორა საქართველოში. ნაპოვნია ქალაქ ოჩამჩირის მიდამოებში, მდინარე მოქვისა და დუაბის შესართავთან, მდინარე დუაბის მარცხენა ნაპირზე — დუაბის შრეებში, რომლებიც მოლუსკური ფაუნის მიხედვით კიმერიულადაა დათარიღებული. აქ წარმოდგენილია მდიდარი და მეტად თავისებური ფლორის კარგად დაცული ნაშთები, სანაპირო ზოლის ტყის დამახასიათებელი ფორმებით და სითბოს მოყვარული ფოთლოვანი ტყეების ელემენტებით, ხშირად გვხვდება წიწვოვანი მცენარეების ნაშთებიც. საქართველოს ტყეებში კიმერიულ დროში დაფნისებრნი (დუაბის ფლორის მონაცემებით) რელიქტს წარმოადგენდნენ და მათი გავრცელება აშკარად შეზღუდული იყო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ი. რამიშვილი. ა. ვეკუა, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 501.