დოქი (ერთეული)
დოქი — სითხისა და მარცვეულის საწყაო საქართველოში. მისი ტევადობა ერთგვაროვანი არ იყო და შეადგენდა დაახლოებით 3,7 ლ (გურიაში) ან 6 კგ (ლ) (იმერეთსა და აღმოსავლეთ საქართველოში). წყაროებში გვხვდება XVIII საუკუნიდან, თუმცა მისი საწყაოდ გამოყენება გაცილებით ადრეა სავარაუდო.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- თოდუა რ., ჯაფარიძე გ., ქსე, ტ. 3, გვ. 628-629, თბ., 1978