დონური ცხენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დონური ცხენი

დონური ცხენი — საჯდომ-შესაბმელი ჯიშის ცხენი. ძველთაგანვე მოუშენებიათ დონის კაზაკებს. ჯიშის გამოსაყვანად გამოყენებულია სტეპის ადგილობრივი სამხრეთ რუსული ცხენები, რომლებიც შეჯვარებულია სპარსულ, ყარაბაღულ, არაბულ და თურქმენულ ცხენებთან, შემდეგ — რუსულ და ინგლისურ წმინდასისხლიან აჯილღასთან. თანამედროვე დონური ცხენი ტანად მსხვილი და მასიურია. სანაშენე აჯილღას საშუალო განაზომები (სმ-ობით): სიმაღლემინდაოში 159, ტანის ირიბი სიგრძე 160, გულმკერდის ირგვლივი ზომა 185, ნებისა 21; ფაშატისა (შესაბამისად) — 156, 160, 187, 19,7. ფერად თაფლაა, მოოქროსფერო ელფერი დაჰკრავს, ამტანია, მაგარი კონსტიტუციისა. დონური ცხენი გავრცელებული როსტოვის ოლქსა და სტავროპოლის მხარეში. იპოდრომზე გამოცდისას დონურმა ცხენმა 1200მ დაფარა 1 წთ, 19 წმ-ში. 1800 მ — 1 წთ, 58,8 წმ-ში, 2000 მ — 2 წთ, 15,5 წმ-ში, 3000 მ — 3 წთ, 28 წმ-ში. გარბენის შედეგია: 200 კმ — 16 სათ-ში; უდიდესი წევის ძალა — 4,6 კნ (460 კგძ).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]