დონის როსტოვის ივერიის ღვთისმშობლის ხატის მონასტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დონის როსტოვის ივერიის ღვთისმშობლის ხატის მონასტერი
დონის როსტოვის ივერიის ღვთისმშობლის ხატის მონასტერი — რუსეთი
დონის როსტოვის ივერიის ღვთისმშობლის ხატის მონასტერი
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა დონის როსტოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ნ. სოკოლოვი
თარიღდება 1908

დონის როსტოვის ივერიის ღვთისმშობლის ხატის მონასტერი (რუს. Монастырь иверской иконы Божией Матери) — მართლმადიდებლური ეკლესია ქალაქ დონის როსტოვში მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიას. ეკლესია აგებულია ათონის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონასტრის ისტორია იწყება 1903 წლიდან.

წმინდა სინოდის მიხედვით

ვიკიციტატა
„წმინდა მმართველი სინოდი, 1906 წლის 23 ოქტომბერი. სინოდი იტყობინება, რომ გადაწყვიტა მიიღოს ვაჭარ სამუილ ფედოროვის მიერ შემოწირული მიწის ნაკვეთი, რომელიც მდებარეობს როსტოვის ოლქის ქ. ნახიჩევანთან, ეკატერინოსლავის ეპრქიაში. სურს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ჩამოყალიბდეს დედათა მონასტერი და ეწოდოს ალექსანდროვკის სამების სახელი[1].“

როსტოვის მთავრობამ შეასრულა ეკატერინესა და ალექსანდრეს სახელობის შავი ზღვის მონასტრის მონაზონების შუამდგომლობა და დედათა მონასტრისათვის გამოყო სამშენებლო ადგილი დონის როსტოვთან ახლოს.

როსტოველი ვაჭარი ს. ი. ფიოდოროვი გახდა მონასტრის სამეურვეს საბჭოს ხელმძღვანელი, ამიტომ მონასტერს მოსახლეობაშI ზოგჯერ უწოდებდნენ „ფიოდოროვსკის“.

არსებობს მოსაზრება, რომ ვაჭარმა ფიოდოროვმა მონასტერი ააშენა თავისი 16 წლის გოგონასათვის, რომელსაც უნდოდა საერო ცხოვრებიდან სასულიერო ცხოვრებაში წასვლა.

დონის როსტოვის ივერიის ღვთისმშობლის ხატის მონასტრის პირველი წინამძღვარი გახდა იღუმენია ანასტასია, რომლის ხელმძღვანელობის ქვეშ მონასტერში ცხოვრობდა დაახლოებით 50 მონაზონი.

რამდენიმე წლის შემდეგ მონასტრის ტერიტორიაზე ააშენეს ხის სამლოცველო და კელიები, რომელიც მოგვიანებით შეცვალა ქვის შენობებმა.

1908 წელს ტაძრის მშენებლობა დასრულდა და იგი აკურთხეს ათონის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელზე.

ძველი ქრონიკები გვამცნობენ, რომ 1914 წლის დასასრულს, სამეფო კორტეჟი, რომელიც ბრუნდებოდა კავკასიის მინერალური წყლებიდან, შეჩერდა მონასტრის საზღვართან. იმპერატორი ნიკოლოზ II და ტახტის მემკვიდრე ალექსეი ნიკოლოზის ძე რომანოვი შევიდნენ მონასტერში რათა თაყვანი ეცათ ივერიის ღვთისმშობლის ხატისათვის.

პირველი მსოფლიო ომის პერიოდში მონასტერი გამოიყენებოდა 9-11 წლის ოკუპირებული პოლონეთიდან დევნილი გოგონების თავშესაფრად. გოგონები სწავლობდნენ და ცხოვრობდნენ მონასტერში 1920 წლამდე.

1919 წელს კომუნისტებისაგან მომდინარე საფრთხის გამო იღუმენია ანასტასიამ მონასტერი დახურა და სოფლის მეურნეობის არტელის სახით მოხდინა მისი ხელახალი რეგისტრაცია.

მიუხედავად ამისა, 1929 წელს მონასტერი დახურეს. იღუმენია ანასტასია და რამდენიმე მონაზონი ციმბირში გადაასახლეს. ტაძრის ქონება სახელმწიფოს გადასცეს. სხვადასხვა დროს მონასტრის შენობებში განთავსებული იყო საბავშვო ბაღი, სახელოსნო და საწყობები.

1980-იანი წლების ბოლოს მიტროპოლიტ ვლადიმირ საბოდანის მეთაურობით შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომლის მიზანიც იყო დაებრუნებინათ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისათვის სიწმინდეები.

მონასტრის აღდგენა მოხდა მხოლოდ სსრკ-ის დაშლის შემდეგ. დონის როსტოვის ივერიის ღვთისმშობლის ხატის მონასტერი აღდგა წმინდა სინოდის 1991 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებით.

1995 წელს აღადგინეს მონასტრის ეკლესია. 2002 წელს როსტოველმა მხატვრებმა მოხატეს კედლები და განაახლეს ქვედა ეკლესიის კანკელი. ამჟამად მონასტერში ცხოვრობს 35 მონაზონი. მონასტრის ტერიტორიაზე იმართება ექსკურსიები.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Страницы истории. www.iver-mon.ru. ციტირების თარიღი: 2017-02-19.