დისპეფსია
დისპეფსია (ლათ. dyspepsia. იგივე დიარეა) — წარმოადგენს ახალშობილი ხბორების მწვავედ მიმდინარე დაავადებას, რომელსაც ახასიათებს საჭმლის მონელების— ”სეკრეტორული, მოტორული და სხვა” დარღვევა, პროფუზული ფაღარათი, ორგანიზმის გაუწყლურება და ინტოქსიკაცია.
სექციების სია |
[რედაქტირება] გამომწვევი მიზეზი (ეტიოლოგია)
დისპეფსიის გაჩენაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მდედრი პირუტყვის, განსაკუთრებით კი მისი მაკეობის ბოლო მესამედში, საკვები ულუფის არასრულფასოვნებას — მჟავე ჭარხლის ჟენჟო ან ერბომჟავის შემცველიანი სილოსი, დაობებული თივა და სხვა; ამ შემთხვევაში იბადებიან განუვითარებელი (ჰიპოტროფიკები) დაბალი რეზისტენტობის მქონე ხბორები, რაც ხელს უწყობს დიპეფსიის გაჩენას.
ახალშობილ ხბორებში დაავადების გაჩენას ხელს უწყობს აგრეთვე არადროული (გვიანი), ცივი, ამჟავებული, დაბინძურებული ჭურჭლიდან (განსაკუთრებით უსაწოვრო ვედრიდან) ხსენის მიცემა, გაციება ან პირიქით დასიცხვა.
[რედაქტირება] სიმპტომები
დაავადების ძირითადი სიმპტომებია პროფუზული ფაღარათი. განავალი გამოიყოფა უნებლიეთ, ანუსის სფინქტერი შესუსტებულია. ფეკალური მასა თხიერია, მეტად არასასიამოვნო სუნით, კუდი, უკანა ნაწილი და კიდურები ხბოს განავლით აქვს დასვრილი. ცხოველი წევს, ნაკლებ მოძრავია, თავი უკან აქვს გადაწეული გამოხატულია გაუწყლურების ნიშნები, კერძოდ, ლორწოვვანი გარსების სიმშრალე, კანის ელასტიურობის დაქვეითება, ცივი კიდურები და ყურები.
ირღვევა გულის მოქმედება: პულსი ძაფისებურია, ძლიერ გახშირებული, გულის ტონები ყრუ, სუნთქვა აჩქარებულია, ზერელე და წყევტილი.
[რედაქტირება] მკურნალობა
ავადმყოფ ცხოველს უნიშნავენ 5-8 საათიან მშიერ დიეტას, მაგრამ აუცილებლად აძლევენ ფიზიოლოგიურ ან ნატრიუმის ქლორიდის 1‰-იან ხსნარს. აუცილებლად საწოვრიდან. გაუწყლურების (ექსიკოზის) გამოხატული მოვლენების დროს კანქვეშ, რამდენიმე ადგილას, შეჰყავთ სტერილური ფიზიოლოგიური ხსნარი 300-400მლ. რაოდენობით ან რინგენლოკის და შარაბრინ-შაიხამანოვის ხსნარები; ან კიდევ აღნიშნული ხსნარები შეყავთ მუცლის ღრუში. ეს ხსნარები ორგანიზმში აღადგენენ წყლისა და ელექტროლიტების.
ნაწლავების მიკროფლორის ნორმალიზაციისა და ტოქსიკოზის მოსახსნელად იყენებენ როგორც ანტიბიოტიკებს ასევე სულფანილამიდებს. ხსენის ან რძის დალევინებამდე 15-20წუთით ადრე აძლევენ ან ხელოვნურ კუჭის წვენს (პეპსინი 1გ მარილმჟავა ქიმიურად სუფთა 0,15გ, გამოხდილი წყალი 100გ.) ან ნატურალურ კუჭის წვენს( ცხენისას) 25-30მლ. გაზავებული წყალში 1:1, 20-30მლ-ის რაოდენობით საწოვრის საშუალებით
გულის მოქმედების აღდგენისა დაორგანიზმის ინტოქსიკაციის მოსაცილებლად ვენაში შეჰყავთ გლუკოზაცალკე ან ასკორბინის მჟავასთან ერთად ან კოფეინ ნატრიუმ-სალიცილატთან, ან კოფეინ ნატრიუმ-ბენზოატთან ერთად.
ნივთიერებათა ცვლის მანორმალიზებელი საშუალებებიდან იყენებენ ვიტამინებს, სილოსის ან სტაფილოს წვენს, წიწვებისა და თივის ნაყენს. სასარგებლოა აგრეთვე მუცლის თბილი შეფუთვა, სოლუქსის ნათურებით დასხივება, დიათერმია და სხვა.
[რედაქტირება] რეცეპტები
Rp.: Syntomicini 0.3
D.t.d. №9
S. შინაგანი, თითო ფხვნილი დღეში 3-ჯერ.
Rp.: Sulfadimesini 0.5
D.t.d. №9
S. შინაგანი, თითო ფხვნილი დღეში 3-ჯერ.
[რედაქტირება] გამოყენებული ლიტერატურა
”მსხვილფეხა პირუტყვის შინაგანი არაგადამდები დაავადებების მკურნალობის ცნობარი”—იური სალალოვი, თეიმურაზ მარხვაშვილი.
| გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება მითითებას ჯანმრთელობის თემებზე! |
სტატიის