დიდი ჩხირაულის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დიდი ჩხირაულის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი იმერეთის მხარეში ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩხირაულში. ეკლესია აგებულია XIX საუკუნეში

წმინდა გიორგის ეკლესია დარბაზული ტიპისაა. გადახურვა ორფერდაა, გადახურულია კრამიტით. ეკლესიაში შესასვლელი კარი დასავლეთ და სამხრეთ კედელშია გაჭრილი. ეკლესიას ორ-ორი სარკმელი ჩრდილოეთ და სამხრეთ კედელზეა დატანილი, ხოლო თითო-თითო სარკმელი დასავლეთ და აღმოსავლეთ კედელშია გაჭრილი. ეკლესია ნაგებია აგურისა და ქვის გამოყენებით. ქვიშაქვისა და ბაზალტის გათლილი კვადრებია გამოყენებული კუთხეების ამოსაყვანად, სარკმლისა და კარის მოჩარჩოებისთვის. ეკლესია შიგნიდანაც და გარედანაც შელესილია. სარკმლები შიდა მხრიდან უფრო უფრო განიერია და თანდათანობით ვიწროვდება. იატაკზე ქვის ფილებია მოგებული. ეკლესიის გადახურვის კამარა სამ წყვილ პილასტრზეა დაყრდნობილი. ამბიონი ერთი საფეხურით მაღლაა აწეული. მოგვიანებით ხის კონსტრუქციითაა ამოყვანილი კანკელი. საკურთხევლის ცენტრალურ ნაწილში ტრაპეზის ქვაა განთავსებული. საკურთხევლის ჩრდილოეთ კედლისკენ 2 ნიშია ერთმანეთის გვერდიგვერდ დატანილი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 16846