დიდგორას ნამოსახლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დიდგორას ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩარდახის ჩრდილო-დასავლეთით 1 კილომეტრზე, ვენახებში. მოპოვებული მასალა მიეკუთვნება ადრინდელ და გვიანდელ ბრინჯაოს ხანას. დიდგორა ვაკეზეა (გორის მაქსიმალური სიმაღლე 6-8 მეტრია, დიამეტრი 50-60 მეტრია), როგორც ჩანს, იგი ხანგრძლივი ცხოვრების შედეგადაა წარმოქმნილი. ნამოსახლარზე კულტურული ფენები კარგად არის შემონახული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]