დიამბეგო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დიამბეგოქართული (კახური) ხალხური ლირიკული სიმღერა.

სიმღერის მიმართვის ობიექტი სასამართლოს მოხელე — დიამბეგია (მოსამართლე მსაჯული), მაგრამ არსებითად სიმღერა სილამაზით განთქმულ მის ქალიშვილს ეძღვნება. სიმღერა სამხმიანია და რამდენიმე მუხლისაგან შედგება. ახლოსაა სუფრულ სიმღერებთან (გაბმული, ბურდონული ბანი, მოდულაციური გეგმა, მელოდიური განვითარების ხერხები).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]