დეტერმინანტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დეტერმინანტი — განსაკუთრებული მათემატიკური გამოსახულება, რომელიც მათემატიკის სხვადასხვა დარგში გვხვდება. n-ური რიგის მატრიცის დეტერმინანტი ეწოდება ჯამს, რომლის ყოველი შესაკრები არის ამ მატრიცის n ელემენტის ნამრავლი; ამასთან მატრიცის ყოველი სტრიქონიდან და ყოველი სვეტიდან ამ ნამრავლში შედის მხოლოდ ერთი ელემენტი[1], ანუ ეს განსაზღვრება მათემატიკურად ჩაიწერება ასე:

\sum_{m=1}^{N!} a_{1\alpha}a_{2\beta}a_{3\gamma}...a_{n\omega}, სადაც α, β, γ,..., ω არის 1,2,3,...,n რიცხვების ნებისმიერი გადანაცვლება(იხ. კომბინატორიკა).

სქოლიო[რედაქტირება]