დესკრიფცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დესკრიფცია — მხატვრული ხერხი, რომელიც გულისხმობს ბუნების, ვითარების, ყოფის აღწერას მხატვრულ ნაწარმოებში. აღწერა, ჩართული ამბის თხრობაში, სტილისტიკური ხერხია, რომელიც ერთგვარად ანელებს ფაბულის დინებასა და სიუჟეტის განვითარებას, მაგრამ ამასთანავე აფართოებს თხრობის ფარგლებს, ხელს უწყობს ამბის გაშლას, სხვადასხვა მომენტისა და მოტივის შემოტანით ამდიდრებს ნაწარმოებს. დესკრიფცია რეტარდაციის (ფაბულის შენელების) ერთ-ერთი სახეა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ვაჟა-ფშაველას „ბახტრიონი“, გამომცემლობა „განათლება“, 1972.