დეპოკი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
დეპოკი
ინდო. Kota Depok
ქალაქის შესასვლელი
ქალაქის შესასვლელი
გერბი
გერბი
ქვეყანა ინდონეზიის დროშა ინდონეზია
პროვინცია დასავლეთი იავა
კოორდინატები 6°23′24″ ს. გ. 106°49′48″ ა. გ. / 6.39000° ს. გ. 106.83000° ა. გ. / -6.39000; 106.83000
ფართობი 200,29 კმ²
მოსახლეობა 1 751 696 კაცი (2010)
დროის სარტყელი UTC+7
სატელეფონო კოდი +62 361
ოფიციალური საიტი http://www.depok.go.id

დეპოკი მდებარეობა ინდონეზია

Red pog.svg

დეპოკი (ინდო. Kota Depok) — ქალაქი ინდონეზიაში, დასავლეთ იავის პროვინციაში, ჯაბოდეტაბეკის მეტროპოლიურ არეალში, დასავლეთიდან ესაზღვრება ჯაკარტას.

ქალაქის ფართობი 200,29 კმ²–ია, მოსახლეობა კი 2010 წლის მონაცემებით 1 751 696 ადამიანს შეადგენს.[1]

ისტორია[რედაქტირება]

1696 წლის 18 მაისს, ჰოლანდიის ოსტინდოეთის კომპანიის ყოფილმა ოფიცერმა კორნელის კასტელენმა 12,44 კმ² მიწა იყიდა, დღევანდელი დეპოკის ტერიტორიის 6%. მან მიწის დამუშავება დაიწყო, გააშენა საწარმოები, რითაც საკმაოდ ეხმარებოდა ადგილობრივებს. გარდა ამისა, იგი მისიონერულ საქმიანობასაც ეწეოდა და ადგილობრივ ინდონეზიელებს ქრისტიანობაზე აქცევდა. ბოლოს, მან დააარსა პროტესტანტული კავშირი. ამ ტერიტორიის სახელად მანამდე უკვე გამოიყენებოდა სუნდური სახელი დეპოკი, რაც სახიზნავს ნიშნავდა.

სიკვდილის წინ, კასტელენმა ანდერძი დატოვა, რომლითაც ის ყველა მონას ათავისუფლებდა და საკუთრებაში გადასცემდა მიწისს ნაკვეთს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]