დაღესტნური მთის ცხვარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დაღესტნური მთის ცხვარი — წმინდამატყლიანი ცხვრის ჯიში. გამოყვანილია დაღესტანში 1934-1950 წლებში, ადგილობრივი (ღუნიბური) უხეშმატყლიანი ნერბის ვიურტემბერგულ ერკემალთან შეჯვარებით. ერკემლის ცოცხალი მასა 80-85 კგ, მაქსიმალური 130 კგ-მდე; ნერბისა 50-55 კგ, მაქსიმალური 95 კგ-მდე. მატყლი თეთრია, ერთგვაროვანი, 8,0-8,5 სმ სიგრძისა, ძირითადად მე-60 ხარისხისა. ნაპარსი იწონის — ერკემლისა 5,5-6,0 კგ, მაქსიმალური 10 კგ-მდე, ნერბისა 3,3 -3,5 კგ, მაქსიმალური 6,5 კგ. სუფთა მატყლის გამოსავალი 52-54%, ნაყოფიერება 130-135 ბატკანი 100 ნერბზე. დაღესტნური ცხვარი კარგად ეგუება მომთაბარე მოვლა-შენახვას. იყენებენ ადგილობრივი უხეშმატყლიანი ცხვრის გასაუმჯობესებლად, გავრცელებულია დაღესტანში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]