დაქტილოლოგია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქართული დექტილური ანბანი. მას საფუძვლად დაედო რუსული და მიემატა 9 განსხვავებული ასო

დაქტილოლოგია (ძვ. ბერძნ. δάκτυλος [daktylos] — „თითი“ და ძვ. ბერძნ. λόγος [logos] — „სწავლება“) — მეტყველების თავისებური ფორმა — სიტყვების გამოსახვა ხელის თითების საშუალებით.

თავდაპირველად დაქტილოლოგიას მიმართავდნენ ადამიანები, რომლებსაც დუმილის აღთქმა ჰქონდათ დადებული, შემდეგ იგი გამოიყენეს ყრუებთან ურთიერთობისათვის.

ყრუ ბავშვთა სპეციალურ საბავშვო ბაღებში, აგრეთვე ყრუ-მუნჯთა სპეციალურ სკოლის დაწყებით კლასებში დაქტილოლოგია არის ზეპირი მეტყველების სწავლების ძირითადი ხერხი, უფროს კლასებში კი დამხმარე ხერხი. ბრმა-ყრუ-მუნჯთა სწავლებისას დაქტილოლოგია ურთიერთობის ერთადერთი საშუალებაა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]