დარეჯანის მონასტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დარეჯანის მონასტერი — სამონასტრო კომპლექსი ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმნის შესასვლელში, მდინარეების ოცხესა და კურცხანის წყალის ხერთვისში მდებარე მთის კალთაზე ტყეში. მონასტერი დღეს ნანგრევების სახითაა შემორჩენილი. შედარებით კარგადაა შენარჩუნებული ძირითადი ტაძრის აღმოსავლეთ კედელი და რამოდენი მცირე სამლოცველო. მონასტრის ტერიტორიაზე გარდა ეკლესიებისა შემორჩენილია გალავანი, სატრაპეზო, საცხოვრებელი ფუნქციის მქონე ნაგებობის ნაშთი და მცირე სათავსები. მონასტრის ნაგებობების სამშენებლო მასალად გამოყენებულია კლდის ფლეთილი ქვები. ეკლესიის საპირე წყობად გამოყენებულია კარგად დამუშავებული კვადრები, თუმცა უმეტესი მათგანი ჩამოცვენილია კედლის სიბრტყიდან.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 6519