დაკინი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვაჯრაიოგინი დაკინის ტიბეტური გამოსახულება

დაკინი (სანს: डाकिनी ḍākinī;ტიბ: མཁའ་འགྲོ་མ་ ქანდრომა, ვაილი: mkha' 'gro ma; ჩინ: 空行女) არის ღალღმერთის მსგავსი ქალი არსება ბუდიზმსა და ინდუიზმში. ძირითადად, გავრცელებულია ტიბეტურ ბუდიზმში. დაკინი შთააგონებს სულიერ პრაქტიკას. ხშირად გამოსახულია შიშველ, ლამაზ ქალად. სიშიშვლე განასახიერებს გონების თავისუფლებას.

დაკინის ჩინური და ტიბეტური ტერმინები სიტყვასიტყვით ნიშნავს - „ის, ვინც სივრცეში მოძრაობს“, „სივრცეში მოძრავი ქალი“; ზოგჯერ, პოეტურად, „ცის მოცეკვავედაც“ მოიეხსენიებენ. მათი სხეულები მოხრილადაა გამოსახული ტალღოვანი ცეკვის პოზებში.

დაკინი დაკავშირებულია ენერგიასთან, ტრანსფორმაციის გზის გამოცხადებასთან. ისინი ადამიანებს ნეგატიური ემოციების ენერგიის შეცვლაში ეხმარებიან, რასაც ქვია კლეშა.

სექციების სია

[რედაქტირება] იკონოგრაფია

გამოსახულებებზე დაკინები გამოსახულნი არიან ახალგაზრდად, შიშველად, საცეკვაო პოზაში. ხშირად ერთ ხელში უკავიათ მენსტრუალური სისხლით სავსე ქალა-ჭიქა ან სიცოცხლის ელექსირი და მეორეში დაკლაკნილი დანა. ატარებენ ადამიანის ქალებიან გირლანდას სამკბილა კვერთხით, რომელიც მის საწინააღმდეგოდ იხრება. მათი თმა ხშირად გაჩეჩილია და ზურგს უკანაა ჩამოშლილი, სახე ხშირად მრისხანეა; ცეკვავენ ცხედარზე, რაც მათი ეგოსა და უვიცობაზე ბატონობის სიმბოლოა.

[რედაქტირება] მოვლენები

ტიბეტელ ბუდისტებს ჯერათ, რომ დაკინიმ მე-3 კარმაპა რანგჯუნგ დორჯეს (1284-1339) მისცა შავი ქუდი, როდესაც ის სამი წლის იყო.[1] შავი გვირგვინი კარმა კაგიუს ხაზის ემბლემად გადაიქცა.

[რედაქტირება] დაკა

დაკა იგივე დაკინია, ოღონდ მის მამაკაც განსხეულებაში.

[რედაქტირება] სქოლიო

[რედაქტირება] ლიტერატურა

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე