დაიან ფონ ფურშტენბერგი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დაიან ფონ ფურშტენბერგი

დაიან ფონ ფურშტენბერგი (Diane von Fürstenberg; დაბ. სახელი დიან სიმონ მიშელ ჰალფინი; დ. 31 დეკემბერი, 1946, ბრიუსელი, ბელგია) — ებრაელი ამერიკელი მოდის დიზაინერი, განთქმული მისი ხელწერის შემოსახვევი კაბით.

დაიაბადა მდიდარი ებრაელის ოჯახში. მამამისი ლეონ ჰალფინი წარმოშობით რუსი-ებრაელი იყო, რომელმაც მეორე მსოფლიო ომი შვეიცარიაში გაატარა, დედამისი კი წარმოშობით ბერძენი-ებრაელი ლილიან ნამიასი, რომელიც ჰოლოკოსტს გადაურჩა. დაიან ფონ ფურშტენბერგი ეკონომიკას სწავლობდა ჟენევის უნივერსიტეტში.