დათუნა ქვარიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დათუნა ქვარიანი
საქმიანობა პოეტი
პერიოდი XVII საუკუნე

დათუნა ქვარიანი — XVII საუკუნის ქართველი პოეტი. მოხსენიებული ჰყავს არჩილ II-ს „თეიმურაზისა და რუსთველის გაბაასებაში“. ჩვენამდე მოღწეულია ქვარიანის ერთი თხზულება — გალექსილი „წამება წმიდისა მთავარ მოწამისა გიორგისი“, რომელსაც საფუძვლად უდევს ამავე სათაურის ქართული პროზაული ძეგლი. თძზულება დაწერილია 16-მარცვლიანი შაირით, მასში უხვად არის გამოყენებული რუსთველური სიტყვა-თქმანი. ტექსტი გამოუცემელია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჩიქოვანი მ., უცნობი პოეტი დათუნა ქვარიანი, მის წგნ.: ბერძნული და ქართული მითოლოგიის საკითხები, თბ., 1971;