დავით დადიანი (პორუჩიკი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დავით პლატონის ძე დადიანი (დ. 1894 — გ. 12 ივნისი, 1917) — ქართველი თავადი, რუსეთის იმპერიის არმიის ოფიცერი.

I მსოფლიო ომის (1914-1915) დაწყების შემდეგ არმიაში გაიწვიეს სენაკის მაზრიდან. დაამთავრა თბილისის მე-4 პრაპორშჩიკთა სკოლა და ჩაირიცხა პოდოლსკის 55-ე ქვეით პოლკში (1915). 1917 წლის მარტში მიიღო პორუჩიკის წოდება. იმაე წლის ივნისში თავი გამოიჩინა სოფ. ტულბურისთან ბრძოლაში, როდესაც თავისი ასეულით იერიშით აიღო გერმანული ბატარეა. იმავე ბრძოლაში სასიკვდილოდ დაიჭრა. სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენით (11 ივლისი, 1917). ასევე დაჯილდოებული იყო წმ. ანას IV, წმ. სტანისლავის II და წმ. ვლადიმირის IV (ხმლებით და ბაბთით) ხარისხის ორდენებით (ყველა 1916).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]