დავით გარეჯელის ცხოვრება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

„დავით გარეჯელის ცხოვრება“ქართული ჰაგიოგრაფიული თხზულება, რომელშიც აღწერილია გარეჯის მონასტრის დამაარსებლის — დავითის — ცხოვრება და მოღვაწეობა.

თხზულება უძველესია დავით გარეჯელზე შექმნილ ნაშრომთა შორის; მოგვითხრობს ანტიოქიიდან აღმოსავლეთ საქართველოში VI საუკუნის შუა წლებში ჩამოსულ ცამეტ მონაზონთაგან ერთ-ერთის — დავითის და მისი მოწაფის — ლუკიანეს დამკვიდრების შესახებ გარეჯის უდაბნოს გამოქვაბულში. დროთა განმავლობაში მათ რამდენიმე მონასტერი დაუარსებიათ და ხალხმრავალი სამონასტრო ცხოვრება გაუშლიათ, რამაც მომდევნო საუკუნეებში დავითგარეჯა უმნიშვნელოვანეს საეკლესიო და მწიგნობრულ კერად აქცია. თხზულებას X საუკუნის I ნახევრით ათარიღებენ და ანონიმ ავტორს მიაწერენ. ბოლო დროს გამოითქვა აზრი, რომ „დავით გარეჯელის ცხოვრების“ უძველესი ვერსია დამოუკიდებელი თხზულება არ არის, იგი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია არსენ II კათოლიკოსის (955–980) ჰაგიოგრაფიული თხზულებისა „ცხორებაჲ და მოქალაქეობაჲ იოანე ზედაზნელისა და მოწაფეთა მისთაჲ“. ამ თხზულების საფუძველზე XII საუკუნის უცნობ ავტორს დაუწერია დავით გარეჯელის ცხოვრების ვრცელი მეტაფრასული ვერსია „დიდი ბერისა და მოძღუარის ონოფრე გარეჯელის“ დავალებით. XIII საუკუნის შუა წლებში „ცხოვრება“ დაწერა დავითგარეჯის მონასტრის ბერმა, შემდგომ თბილისის მიტროპოლიტმა რომანოზ ერისთავმა. ასევე გვიანდელია სვინაქსარული ცხოვრებაც (შემონახულია 1726 წლის ხელნაწერის სახით, A-222).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გაბიძაშვილი ე., ასურელი მოღვაწეების „ცხოვრებათა“ ე. წ. არქეტიპების ურთიერთმიმართებისათვის, «მაცნე». ენისა და ლიტერატურის სერია, 1982, №4;
  • კეკელიძე კ., საკითხი სირიელ მოღვაწეთა ქართლში მოსვლის შესახებ, მის წგ.: ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, [ტ.] 1, თბ., 1956;