დავითი (პროვინციის მეფე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დავით ანდრონიკეს ძე — XIV საუკუნის ქართველი დიდგვაროვანი, „პროვინციის მეფე“ (1354-1382). მიჩნეულია დავით VIII-ის შვილიშვილად.

დავითმა 1382 წლის სიგელით მამულები უბოძა ოქროს საყდარს, მასში აღნიშნულია დავითის ზეობის 28-ე ინდიქტიონი, რომლის მიხედვითაც დავითის „მეფობა“ 1354 წლიდან უნდა იწყებოდეს. ამავე სიგელში დასახელებული არიან მისი შვილები — გიორგი და ალექსანდრე. ანდრონიკე „მეფეს“ ორი ვაჟი ჰყავდა: დავითი და გიორგი ალასტანელი, ორივეს „პროვინციის მეფობაზე“ ჰქონდა პრეტენზია, ამიტომ სამფლობელო მამულები განაწილდა. გიორგის, როგორც უფროსს, მიუღია სამფლობელოების ძირითადი ტერიტორიები — ალასტანი და მისი რეგიონი. აქედან გამომდინარე, მიიღო მან ზედწოდება „ალასტანელი“, დავითი თავისი მამის სამფლობელოებსაც დაეუფლა შიდა ქართლში. 1382 წლის შემდეგ მის შესახებ ცნობები არ მოიპოვება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ნინიძე დ., „პროვინციის მეფეები“ XIV–XV საუკუნეების საქართველოში, თბ., 1995;