გურჯაანის წყალსადენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გურჯაანის წყალსადენი — არქეოლოგიური ძეგლი. მდებარეობს ქალაქ გურჯაანის ცენტრში, აღმაშენებლის ქუჩაზე. განეკუთვნება განვითარებულ შუა საუკუნეებს.

ძეგლი აღმოჩნდა 2010 წელს, სასმელი წყლის ტრასის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს. ტრასა (სიგრძით — 50 მ) ფრაგმენტულადაა შემორჩენილი. წითლად გამომწვარი მილების (საშუალო სიგრძე — 0,50 მ. მსხვილი თავის დიამეტრი — 12 სმ, წვრილის — 9 სმ, კეცის სისქე — 0,8 სმ) გადაბმის ადგილი კირის დულაბითაა გადალესილი.

აღმოჩენილი მასალა ინახება საქართველოს ეროვნული მუზეუმის გურჯაანის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ საცავში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]