გუმბრის მათეთრებელი თიხის საბადო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გუმბრის მათეთრებელი თიხის საბადო — ტუტემიწა ბენტონიტური თიხის (გუმბრინის) საბადო წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფ. გუმბრის მიდამოებში. აღმოაჩინა ალექსანდრე თვალჭრელიძემ 1915 წელს. საბადოს ექსპლუატაცია დაიწყო 1930 წელს.

საქართველოში ბენტონიტური თიხების მოპოვებამ განაპირობა ამერიკის შეერთებული შტატებიდან საბჭოთა კავშირში მათი (სახელდობრ, ფლორიდინის) იმპორტის შეწყვეტა.

გუმბრინის 4 მ სისქის მომწვანო-მოყვითალო ფენა დაკავშირებულია სენომანური ასაკის ვულკანოგენურ-დანალექ წყებასთან. ფენა განლაგებულია მკვრივ ტუფოგენურ გლაუკონიტიან ქვიშაქვებზე და ზემოდან ადევს ტუფქვიშაქვები. წყების აღმავალ ჭრილში გავრცელებულია აგრეთვე დაახლ. 1 მ სისქის ვარდისფერი გუმბრინის ფენა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]